ფეხბურთი

23:47 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო: “მონაკოში” ბედნიერი ვარ”

“მონაკოს” კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას კლუბის გამოცვლა სურდეს.

ფალკაო “მონაკოში” მიმდინარე ზაფხულში გადავიდა. დღეს, ესპანურ Mარცა-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კოლუმბიელს გუნდის დატოვება უკვე სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელი ინფორმაციას უარყოფს.

“გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია. “მონაკოში” ძალიან ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება. არ ვიცი, საიდან ჩნდება ეს ჭორები.” – ციტირებს ფალკაოს სიტყვებს Goal-ი.

0.116997