27 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსს ინარჩუნებს. ეს მას შემდე გახდა ცნობილი, რაც ეროვნული ნაკრების გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
რადამელ ფალკაომ, იანვარში, მძიმე ტრავმა მიიღო და ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. თავდაპირველი ინფორმაციით, კოლუმბიელს არც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, ექიმებმა მას იმედი მისცეს, რომელიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა გაუმყარა. ფალკაო 30-კაციან განაცხადში მოხვდა და თუ მისი მკურნალობა კარგად წარიმართა, შესაძლოა, 23 რჩეულს შორისაც ვიხილოთ.