“მანჩესტერ იუნაიტედის” კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო “წითელ ეშმაკებში” სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ კომენტარს აკეთებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პირველ გოლს მომდევნო შეხვედრაში გაიტანს.
“მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. მათი დახვედრა ძალიან სასიამოვნო იყო.
გოლი კინაღამ გავიტანე, მაგრამ მეკარემ კარგად ითამაშა. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩში გავიტან.
“ოლდ ტრაფორდზე” დებიუტით კმაყოფილი ვარ. ეს ლეგენდარული სტადიონია. მიხარია, რომ მოვიგეთ. ეს მომენტი დიდხანს მემახსოვრება.” – განაცხადა ფალკაომ “ქუინს პარკ რეინჯერსთან” მოგების (4:0) შემდეგ.