ფეხბურთი

1:49 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო: “გასული 2 სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო”

ფრანგული “მონაკოს” ახალწვეულმა, რადამელ ფალკაომ “ატლეტიკოში” გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და ეს 2 წელიწადი ძალიან დადებითად შეაფასა.

“ატლეტიკოში” იმისთვის მივედი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვქცეულიყავი. ჩემი მიზანი გუნდისთვის ტიტულების მოგებაში დახმარების გაწევა იყო. მივაღწიე რა ამ მიზანს, “ატლეტიკოში” გატარებული პერიოდი შემიძლია ძალიან პოზიტიურად შევაფასო.

ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან კონკურენტუნარიანია. აქ გაჩემპიონება რთულია. თუმცა, რასაც ჩვენ ბოლო 2 წელიწადში მივაღწიეთ, უბრალოდ დაუვიწყარია. ეს სიზმარია. ეს ჩემს კარიერაში 2 საუკეთესო სეზონი იყო.

მაგალითისთვის, ავიღოთ ესპანეთის თასი. “რეალთან” ამდენწლიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ეს გუნდი ფინალში დავამარცხეთ, რაც დაუჯერებელი იყო. შანსი გვქონდა, შეგვეცვალა ისტორია, მოგვეგო ტიტული და ეს “რეალის” სტადიონზე გაგვეკეთებინა. ჩვენი მიღწევა დაუვიწყარია. მას თაობიდან თაობას გადასცემენ.” – აცხადებს რადამელ ფალკაო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის გარდა, ფალკაომ, “ატლეტიკოსთან” ერთად, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.

0.111828