ჭიდაობა

14:10 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალავნობა პირდაპირ ეთერში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 15 დეკემბერს ცირკში ქართული ჭიდაობის 2013 წლის სეზონის დამაგვირგვინებელი ღონისძიება - ფალავნობა ტარდება.

აღსანიშნავია, რომ პირველად მიმდინარეობს ქართული ჭიდაობის ტურნირის ჩვენება ინტერნეტით, ლაივსტრიმის საშუალებით სპორტის სამინისტროს საიტზე - http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=149&info_id=10081 ფინალური ორთაბრძოლების ჩვენება კი 17:00 საათიდან ასევე დაგეგმილია ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ პირდაპირი ეთერით.

ფალავნობის ტურნირში 11:00 საათიდან საქართველოს ყველა რეგიონის 70-მდე სპორტსმენი ჩაერთო. ქართული ჭიდაობის ტურნირი 4 წონით კატეგორიაში - 80, 90, 100 და მძიმე კატეგორიებში იმართება, რის შემდეგაც აბსოლუტური ფალავნობა ჩატარდება. ფალავნობაში მონაწილეობას აღნიშნული 4 წონითი კატეგორიის ფინალისტი და მე-3 ადგილზე გასული 12 სპორტსმენი მიიღებს.

ქართული ჭიდაობის ტურნირის გამარჯვებულები თასებთან და მედლებთან ერთად ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდებიან, აბსოლუტურ ფალავნობაში გამარჯვებულს კი პრიზად ავტომობილი - მერსედეს ML გადაეცემა. მთლიანი ტურნირის საპრიზო ფონდი ჯამში 35 000 ლარია. ფალავნობის ტურნირში მონაწილეობენ ტიტულოვანი და ცნობილი ქართველი მოჭიდავეები. ფალავნობის მსვლელობის დროს, მაყურებლებისათვის მოეწყობა საახალწლო გათამაშებები, ქართული ჭიდაობის ტურნირზე დასწრება უფასოა.


სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.112498