ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, ფაკუნდო რონკალია, თანდათან იპყრობს ფლორენციული ტიფოზერიის გულს. “იების ქალაქში“ გადაბარგების შემდეგ, ფაკუნდო რონკალიას “ფიორენტინას“ ქომაგებმა მრავალი მეტსახელი შეარქევეს.
“გიჟი ლათინოსი“, “მხაირული გაუჩო“, “ახალი ბატისტუტა“ – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მეტსახელებისა, რასაც იტალიაში რონკალიას ეძახიან. არგენტინელი ფეხბურთელის ასეთი სიყვარული და მისით დაინტერესება, ფაკუნდო რონკალიას ხასიათითაც არის განპირობებული.
როგორც “ფიორენტინას“ ფეხბურთელები ამბობენ, გუნდში ყველაზე მხიარული და ხუმარა, სწორედ რონკალიაა და ყველაზე მეტად ის უკვირთ, რომ ეს ბიჭი ყოველთვის კარგ ხასიათზეა. ფაკუნდო რონკალიას კარიერის ძირითადი წლები ჯერ კიდევ წინ აქვს, მაგრამ, იტალიელი ქომაგების სიყვარულის მოპოვება ადვილი საქმე ნამდვილად არაა...