კალათბურთი

14:49 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას უქულო მატჩი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-8 მარცხი განიცადა, რაც კლუბის ისტორიაში 2007-08 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

მილუოკელები ამჯერად “შარლოტ ბობქეთსს” დაუხვდნენ და ლიგის საშუალო გუნდთანაც კი უიმედოდ – 72:96 დამარცხდნენ. სწორედ ამიტომ იყო, თამაშის შემდეგ, “ბაქსის” მწვრთნელი ლარი დრიუ ბრაზს რომ ვერ მალავდა – ბიჭებს აქედანვე ვეუბნები, სასტარტო ხუთეულში გარკვეულ ცვლილებებს მოვახდენო.

მართლაც, გასულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის წევრებმა კერონ ბატლერმა, ერსან ილიასოვამ, ზაზა ფაჩულიამ, ო ჯეი მაიომ და ლუკ რიდნურმა თამაშიდან 28-დან მხოლოდ 8 ტყორცნა გამოიყენეს და ჯამში 18 ქულა (!) ჩააგდეს, მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთმა სათადარიგო კრის მიდლტონმა 20 ქულა მიითვალა.

ზაზამ საერთოდაც მხოლოდ 12 წუთს ითამაშა და პირველად მიმდინარე სეზონში უქულოდ დარჩა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა, აქტივში კი 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 16 ქულით ნაკლები ჩააგდეს, თუმცა, ამ მხრივ სხვა სასტარტო მილუოკელებს გაცილებით უარესი მაჩვენებლები ჰქონდათ.

“ბაქსს” 2 გამარჯვების წილ მე-10 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი უკავია. მეტიც, მთელს ლიგაში მილუოკელები მხოლოდ მაჩანჩალა “იუტა ჯაზს” სჯობნიან, რომლის მონაგარით ერთადერთი მოგებაა.

26 ნოემბრის დილას ფაჩულიას კლუბი “დეტროიტ პიზტონზს” ესტუმრება.

0.133978