კალათბურთი

14:23 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას საუკეთესო მატჩი

ქართველმა ცენტრმა სეზონში მე-3 ორმაგი დუბლი შეასრულა


საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “მილუოკი ბაქსის” ქართველმა ცენტრმა პორტლენდში გამართულ მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა, გუნდი ოვერტაიმში მარცხისგან ვერ იხსნა – 115:120.

“ბაქსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს ღირსეული ბრძოლა გაუმართა და იმდენი მოახერხა, რომ თამაშის ძირითადი დრო ფრედ (98:98) დაასრულა, თუმცა, უხვქულიან ოვერტაიმში გამარჯვების დაფიქსირება ვეღარ მოახერხა.

ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 36:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 13 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ სეზონისთვის სარეკორდო 14 ორქულიანიდან 7 ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ერთადერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-3 დაბლ-დაბლი მოაგროვა. ფაჩულიამ პირველად თავი ჩემპიონატის სასტარტო მატჩშივე, 30 ოქტომბერს, “ნიუ იორკთან“ (13 ქულა, 11 მოხსნა) გამოიჩინა, 8 თებერვალს კი “ჰიუსტონთან“ (12 ქულა, 10 მოხსნა) დაპირისპირებისას გამოირჩა.

ისიც ვთქვათ, რომ გასულ მატჩში მოგროვებული 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონში სარეკორდოა, ხოლო 13 მოხსნა საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ამას გარდა, ნბა-ში ჩატარებულ 728-ე მატჩში ზაზამ ორ მიჯნას – 15 000-წუთიან და 4 000-მოხსნიან ზღვარს გადააბიჯა.

ახლა, ქართველი კალათბურთელის აქტივში მოედანზე გატარებული 15 033 წუთი და 4 011 მოხსნაა, ხოლო მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მონაგარი 24.9 წუთი, 7.2 ქულა, 6.2 მოხსნა, 2.3 პასი და 1.0 ჩაჭრა გახლავთ.

“მილუოკი” 4-მატჩიანი დასავლური ტურნეს მორიგ შეხვედრას 21 მარტის დილას “გოლდენ სტეიტთან“ ჩაატარებს, მანამდე კი, “ბაქსს” 13 მოგების 55 მარცხი მოუგროვდა და ლიგის უარეს გუნდად რჩება.

 

პორტლენდი – მილუოკი 120:115 ოტ. (26:29, 26:18, 23:25, 23:26, 22:17)

პორტლენდი: მეტიუზი (26 ქ.), ბატუმი (21 ქ. 9 მ. 9 პ.), ლილარდი (20 ქ.), ლოპესი (15 ქ. 14 მ.), რაიტი (1 ქ.); უილიამსი (23 ქ.), რობინსონი (9 ქ. 9 მ.), ბარტონი (3 ქ.), ლენარდი (2 ქ.), მაკკოლუმი.

მილუოკი: ნაიტი (24 ქ. 8 მ.), მიდლტონი (18 ქ.), ფაჩულია (17 ქ. 13 მ.), ილიასოვა (12 ქ. 9 მ.), უოლტერსი (4 ქ. 6 პ.); სეშნსი (23 ქ.), ედრიენი (7 ქ.), ჰენსონი (6 ქ.), ანტეკოუნმპო (4 ქ.).

 

კლივლენდი – მაიამი 96:100 (25:37, 29:22, 25:20, 17:21)

კლივლენდი: ჯეკი (22 ქ.), უეიტერსი (17 ქ. 11 პ.), ჯი (12 ქ.), ჰოვსი (11 ქ. 9 მ.), ტომპსონი (10 ქ.); ვარეჟაო (16 ქ. 11 მ.), დელავედოვა (5 ქ. 6 პ.), ზელერი (3 ქ.), მაილზი.

მაიამი: ჯეიმსი (43 ქ.), ბოში (21 ქ.), დუგლასი (9 ქ.), ოდენი (6 ქ.), ჩალმერსი (3 ქ. 9 პ.); ალენი (14 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 8 მ.), კოული (1 ქ.), ბატიე, ჰასლემი.

 

ატლანტატორონტო 118:113 ოტ. (17:26, 32:23, 31:29, 26:28, 12:7)

ატლანტა: ტიგი (34 ქ.), მილსეპი (19 ქ. 13 მ. 10 პ.), კორვერი (16 ქ.), კეროლი (8 ქ.), ანტიჩი (8 ქ.); მაკი (8 ქ.), მარტინი (8 ქ.), სკოტი (6 ქ.), ბრენდი (6 ქ.), შრედერი (5 ქ.), მუსკალა.

ტორონტო: დეროზანი (29 ქ. 10 მ. 6 პ.), ლოური (20 ქ. 7 მ. 9 პ.), ვალანჩიუნასი (16 ქ.), როსი (11 ქ.), ჯონსონი (11 ქ. 11 მ.); ვასკესი (10 ქ.), ნოვაკი (9 ქ.), სელმონსი (3 ქ.), დე კოლო (2 ქ.), ჰეიესი (2 ქ.), ჰენსბრო.

 

საკრამენტო – ვაშინგტონი 117:111 ოტ. (30:19, 17:27, 23:27, 30:27, 17:11)

საკრამენტო: ტომასი (24 ქ. 11 მ. 10 პ.), გეი (24 ქ.), კაზინსი (24 ქ. 14 მ.), მაკლემორი (11 ქ.), ევანსი (7 ქ. 10 მ.); გუდენი (18 ქ.), უებსტერი (9 ქ.), ჰარინგტონი (6 ქ.), მილერი (4 ქ.), ტემპლი, სინგლტონი.

ვაშინგტონი: ბილი (19 ქ. 6 პ.), გორტატი (19 ქ. 14 მ.), უოლი (14 ქ. 8 პ.), არიზა (12 ქ.), ბუკერი (10 ქ. 8 მ.); გუდენი (18 ქ.), უებსტერი (9 ქ.), ჰარინგტონი (6 ქ.), მილერი (4 ქ.), ტემპლი, სინგლტონი.

 

გოლდენ სტეიტი – ორლანდო 103:89 (30:27, 27:20, 30:19, 16:23)

გოლდენ სტეიტი: კარი (23 ქ.), ტომპსონი (20 ქ.), ლი (20 ქ. 10 მ.), გრინი (6 ქ. 9 მ.), ბარნსი (4 ქ.); სპეიტსი (13 ქ. 8 მ.), ბლეიკი (12 ქ.), კროუფორდი (5 ქ.), ნედოვიჩი, კუზმიჩი.

ორლანდო: ვუჩევიჩი (15 ქ.), ჰარკლესი (12 ქ.), ო’კუინი (10 ქ.), ნელსონი (4 ქ. 7 პ.), აფლალო (4 ქ.); ჰარისი (14 ქ.), ოლადიპო (10 ქ.), ნიკოლსონი (8 ქ.), მური (6 ქ.), დედმონი (4 ქ.), ლემბი (2 ქ.).

0.128307