კალათბურთი

14:11 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკიმ” “ფილადელფიასთან” ოვერტაიმში წააგო

“მილუოკი ბაქსის” მორიგი მარცხი - ამჯერად დაძაბულ ბრძოლაში. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ფილადელფიაში “სიქსერსთან” მძლავრად ითამაშა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 2,10 წუთით ადრე “მილუოკი” 10 ქულით იგებდა, თუმცა ფილადელფიელთა ცენტრმა სპენსერ ჰეივესმა 2 სამქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა 13:5 იმარჯვეს და შეხვედრა საბოლოოდ 115:107 მოიგეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე გატარებულ 34.16 წუთში 7 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთა შორის 38 ქულით დაასრულა შეხვედრა კერონ ბატლერმა, ტრავმამოშუშებულ ერსან ელიასოვას ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.

2 მოგებითა და 9 წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი კი ხვალ, გამთენიისას, შინაურ არენაზე, “შარლოტთან” ელით.

www.gbf.ge

0.147187