კალათბურთი

14:12 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკიმ” ათამდე დაამრგვალა

“ყველა ვარსკვლავთა მატჩით” გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული პირველობის თამაშები განახლდა და საქმეში ზაზა ფაჩულიას “ბაქსიც” ვიხილეთ.

მილუოკელებს მცირე დასვენება კარგად წაადგათ. ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, “ბაქსი” ფაჩულიას ერთ-ერთ ყოფილ კლუბ “ორლანდო მეჯიქს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 104:100 სძლია.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 15:41 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულას 2 მოხსნა წაამატა. ზაზამ ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

მილუოკელთა მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ სხვადასხვა სახის მიზეზთა გამო ამჯერადაც ვერ დაიხმარა ო ჯეი მაიო, მიროსლაც რადულიცა, ლუკ რიდნური, ეკპე უდო, კარლოს დელფინო და ლარი სანდერსი, აქცენტი კი უკანახაზელებზე გააკეთა და არც შემცდარა.

“ბაქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი კერონ ბატლერი იყო 21 ქულით, ბრენდონ რაიტმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ნეიტ ვოლტერსმა, რომელიც ნბა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, 15 ქულას 7 მოხსნა და 8 პასი წაამატა და თანაც, ბოლო წამებზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო.

43 მარცხის წილ “ბაქსისთვის” ეს მხოლოდ მე-10 გამარჯვება გახლდათ და გასაკვირი არაა, რომ ფაჩულიას კლუბი მთელს ლიგაში კვლავ ბოლო ადგილზე რჩება. მილუოკელებს მომდევნო მატჩი 21 თებერვლის დილას ისევ შინ “დენვერ ნაგითსთან” ელით, 20-ში კი თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსი” კანადაში “ტორონტო რეპტორტზს” ესტუმრება.

 

მილუოკი – ორლანდო 104:100 (25:22, 28:25, 28:32, 23:21)

მილუოკი: ნაიტი (18 ქ. 7 პ.), უოლტერსი (15 ქ. 7 მ. 8 პ.), მიდლტონი (12 ქ.), ილიასოვა (9 ქ. 8 მ.), ფაჩულია (6 ქ.); ბატლერი (21 ქ. 7 მ.), ჰენსონი (9 ქ. 10 მ.), ანტეტოკოუნმპო (8 ქ. 8 მ.), ნილი (6 ქ.).

ორლანდო: აფლალო (21 ქ.), ვუჩევიჩი (19 ქ. 9 მ.), ჰარისი (16 ქ. 9 მ.), ნელსონი (9 ქ. 13 პ.), დევისი (2 ქ.); მური (17 ქ.), ჰარკლესი (7 ქ.), ოლადიპო (6 ქ.), ლემბი (3 ქ.), ო’ქუინი (9 მ. 7 პ.).

 

ვაშინგტონი – ტორონტო 93:103 (27:27, 22:28, 21:29, 23:19)

ვაშინგტონი: უოლი (22 ქ. 7 პ.), გორტატი (18 ქ. 11 მ.), ნენე (17 ქ.), ბილი (9 ქ.), არიზა (6 ქ. 11 მ.); ბუკერი (10 ქ.), უებსტერი (7 ქ.), სერაფინი (4 ქ.), ტემპლი.

ტორონტო: ლოური (24 ქ. 10 პ.), დეროზანი (14 ქ.), პატერსონი (10 ქ.), ვალანჩიუნასი (10 ქ.), როსი (2 ქ.); ვასკესი (14 ქ. 7 პ.), ჯონსონი (14 ქ.), სელმონსი (8 ქ.), ჰენსბრო (7 ქ.), ნოვაკი.

 

ფილადელფია – კლივლენდი 85:114 (25:31, 18:33, 19:21, 23:29)

ფილადელფია: კარტერ-უილიამსი (15 ქ.), იანგი (15 ქ. 9 მ.), ტერნერი (11 ქ. 7 მ. 6 პ.), ანდერსონი (10 ქ.), ჰოვსი (2 ქ.); როტენი (12 ქ.), უილიამსი (10 ქ.), ალენი (6 ქ. 7 მ.), მოულტრი (4 ქ.), ბრაუნი.

კლივლენდი: ზელერი (18 ქ. 15 მ.), ირვინგი (14 ქ.), დენგი (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ. 10 მ.), ჯეკი (6 ქ. 7 პ.); უეიტერსი (13 ქ.), მაილზი (10 ქ.), ბენეტი (10 ქ. 11 მ.), ჯი (7 ქ.), სიმსი (7 ქ. 8 მ.), დელავედოვა (4 ქ.), კლარკი.

 

ინდიანაატლანტა 108:98 (35:23, 22:26, 30:26, 21:23)

ინდიანა: ჯორჯი (26 ქ.), უესტი (17 ქ.), სტივენსონი (13 ქ. 7 პ.), ჰიბერტი (10 ქ. 4 დ.), ჰილი (9 ქ. 7 პ.); გრეინჯერი (9 ქ.), სკოლა (9 ქ.), უოტსონი (6 ქ.), მაინმი (6 ქ.), კოუპლენდი (3 ქ.), სლოუნი, ჯონსონი, ბატლერი.

ატლანტა: კორვერი (19 ქ.), მარტინი (12 ქ.), ტიგი (8 ქ.), მილსეპი (7 ქ. 8 მ.), აიონი; უილიამსი (18 ქ.), სკოტი (13 ქ. 7 მ.), მაკი (11 ქ. 8 პ.), ბრენდი (8 ქ. 8 მ.), შრედერი (2 ქ.).

 

დეტროიტი – შარლოტი 96:108 (21:32, 22:22, 24:25, 29:29)

დეტროიტი: ჯენინგსი (24 ქ. 7 პ.), მონრო (18 ქ. 10 მ.), დრამონდი (16 ქ. 22 მ.), სინგლერი (13 ქ.), სმიტი (12 ქ. 11 მ.); ბაინემი (9 ქ. 6 პ.), სტაკი (2 ქ.), იერებკო (2 ქ.), კოლდუელ-პოუპი.

შარლოტი: ჯეფერსონი (32 ქ. 12 მ. 7 პ.), უოკერი (22 ქ. 6 პ.), მაკრობერტსი (14 ქ. 10 მ.), ჰენდერსონი (12 ქ. 7 პ.), კიდ-გილკრისტი (7 ქ.); სეშნსი (12 ქ.), ტოლივერი (5 ქ.), ბიიომბო (3 ქ.), ზელერი (1 ქ.).

 

მემფისი – ნიუ იორკი 98:93 (22:17, 28:20, 16:27, 32:29)

მემფისი: კონლი (22 ქ.), რენდოლფი (13 ქ. 8 მ.), პრინსი (10 ქ.), გასოლი (8 ქ. 7 მ.), ლი (6 ქ.); მილერი (19 ქ.), კალატესი (11 ქ.), კუფოსი (4 ქ.), ჯონსონი (3 ქ.), დევისი (2 ქ.).

ნიუ იორკი: ენტონი (22 ქ. 11 მ.), ჩენდლერი (9 ქ.), პრიჯიონი (7 ქ. 10 პ.), ფელტონი (6 ქ.), შამპერტი (6 ქ.); ჰარდუეი (23 ქ.), სტაუდმაიერი (12 ქ.), ჯეი არ სმიტი (4 ქ.), ტაილერი (4 ქ.).

 

დალასი – მაიამი 106:117 (28:30, 26:30, 31:24, 21:33)

დალასი: ნოვიცკი (22 ქ. 9 მ. 7 პ.), კალდერონი (12 ქ.), ელისი (12 ქ.), მერიონი (7 ქ. 7 მ.), დალემბერტი (7 ქ. 9 მ.); კარტერი (15 ქ. 7 მ.), რაიტი (12 ქ.), ჰარისი (9 ქ.), კრაუდერი (5 ქ.), ელინგტონი (3 ქ.), ბლეირი (2 ქ.), ლარკინი, ჯეიმსი.

მაიამი: ჯეიმსი (42 ქ. 9 მ. 6 პ.), ბოში (22 ქ.), უეიდი (13 ქ. 7 პ.), ჩალმერსი (10 ქ. 9 პ.), ბატიე (2 ქ.); ანდერსონი (18 ქ.), ოდენი (5 ქ.), კოული (3 ქ.), ბიზლი (2 ქ.), ალენი.

 

დენვერი – ფინიქსი 107:112 ოტ. (25:31, 26:21, 26:24, 22:23, 8:13)

დენვერი: ფარიდი (21 ქ. 10 მ.), ჩენდლერი (15 ქ.), ჰიკსონი (11 ქ. 9 მ.), ფოი (8 ქ.), ჰემილტონი (7 ქ.); ფურნიე (25 ქ. 8 მ.), არტური (8 ქ.), მოზგოვი (8 ქ. 11 მ.), რენდოლფი (4 ქ.).

ფინიქსი: გრინი (36 ქ.), დრაგიჩი (21 ქ. 14 პ.), ტაკერი (13 ქ. 11 მ.), ფრაი (11 ქ. 8 მ.), პლამლი (2 ქ. 8 მ.); მარკიფ მორისი (13 ქ. 12 მ.), მარკუს მორისი (10 ქ.), სმიტი (4 ქ.), ბარბოზა (2 ქ.), ლენი.

 

კლიპერსი – სან ანტონიო 103:113 (26:24, 25:32, 25:26, 27:31)

კლიპერსი: გრიფინი (35 ქ. 12 მ.), კროუფორდი (25 ქ.), პოლი (11 ქ. 9 პ.), ჯორდანი (7 ქ. 18 მ. 6 დ.), ბარნსი (5 ქ.); კოლისონი (10 ქ.), დადლი (5 ქ.), ბულოკი (3 ქ.), ჰოლინზი (2 ქ.), გრინი, თურქოღლუ.

სან ანტონიო: ბელინელი (20 ქ.), დანკანი (19 ქ. 13 მ. 7 პ.), გრინი (14 ქ.), დიაო (12 ქ. 8 მ.), ჯოზეფი (7 ქ.); მილსი (25 ქ.), ჯინობილი (9 ქ.), ბრაუნი (4 ქ.), ეირსი (2 ქ.), ბეინსი (1 ქ.), ბონერი.

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 53 38 3 0 12 5232:4796 0.774
2. მაიამი 52 36 2 2 12 5428:5156 0.731
3. ტორონტო 53 28 1 3 21 5285:5130 0.547
4. ჩიკაგო 52 25 2 2 23 4798:4802 0.519
5. ატლანტა 52 22 3 1 26 5270:5253 0.481
6. ვაშინგტონი 53 23 2 6 22 5258:5277 0.472
7. ბრუკლინი 51 22 2 2 25 4959:5075 0.471
8. შარლოტი 54 22 2 2 28 5128:5241 0.444
9. დეტროიტი 53 22 0 3 28 5326:5442 0.415
10. კლივლენდი 54 16 5 2 31 5238:5492 0.389
11. ნიუ იორკი 53 18 2 2 31 5153:5252 0.377
12. ბოსტონი 54 18 1 0 35 5134:5324 0.352
13. ორლანდო 55 16 0 4 35 5283:5576 0.291
14. ფილადელფია      55      11      4      1      39      5500:6075      0.273
15.    მილუოკი 53 9 1 5 38 4903:5394 0.189

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 55 41      2      0      12      5774:5367      0.782
2. სან ანტონიო 54 37 2 0 15 5614:5268 0.722
3. ჰიუსტონი 53 35 1 1 16 5591:5374 0.679
4. კლიპერსი 56 35 2 1 18 5988:5648 0.661
5. პორტლენდი 53 33 3 1 16 5718:5498 0.679
6. ფინიქსი 52 30 1 2 19 5463:5301 0.596
7. გოლდენ სტეიტი      53      30 1 2 20 5489:5245 0.585
8. დალასი 55 32 0 1 22 5715:5611 0.582
9. მემფისი 53 28 2 2 21 5022:5006 0.566
10. მინესოტა 53 24 1 1 27 5591:5393 0.472
11. დენვერი 52 24 0 1 27 5362:5441 0.462
12. ნიუ ორლეანი 52 21 2 0 29 5180:5262 0.442
13. იუტა 52 18 1 1 32 4905:5213 0.365
14. ლეიკერსი 53 18 0 1 34 5325:5599 0.340
15.    საკრამენტო 53 15 3 2 33 5366:5487 0.340
0.143878