კალათბურთი

0:39 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკი” ანტირეკორდს მიუახლოვდა

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონში უკვე მე-60 მატჩი წააგო, რაც კლუბის ისტორიაში მეორედ მოხდა.

პირველად, “ბაქსს” “ჩავარდნა” 1993-94 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც მილუოკელებმა მხოლოდ 20 მატჩი მოიგეს, წაგებათა გრაფაში კი 62 ეწერათ.

ამჟამად, ფაჩულიას გუნდს 14 გამარჯვება გააჩნია და “მილუოკიმ” ძალიან უნდა მოინდომოს, ყველა დროის ანტირეკორდი რომ არ დაამყაროს.

“ბაქსს” რეგულარული სეზონის დასრულებამდე ჩასატარებელი 8 მატჩიღა დარჩა, რომელთაგან უახლოესი 3 აპრილს ლიგის მოქმედ ჩემპიონ “მაიამი ჰითთან” ელის.

0.161232