კალათბურთი

0:55 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას კონკურენტი ჩამოსცილდა

“მილუოკის” ამერიკელი ცენტრი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს


“მილუოკი ბაქსის” ცენტრი ლარი სანდერსი კლუბს სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Milwaukee Journal Sentinel-ის მიმომხილველი ჩარლზ გარდნერი ავრცელებს.

სანდერსმა ღაწვის ძვლის მოტეხილობის გამო, ოპერაცია 14 თებერვალს გაიკეთა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. ისიც სათქმელია, რომ ლარის მანამდე ხელიც ჰქონდა დაშავებული და სეზონის სტარტზე 6 კვირა გაუცდა.

25 წლის კალათბურთელს სეზონში 23 მატჩი მოუგროვდა, მისი საშუალო მონაგარი კი 7.7 ქულა, 7.2 მოხსნა და 1.7 დაფარება იყო.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად “მილუოკის” სასტარტო ცენტრი ქართველი ზაზა ფაჩულია გახლავთ, ზემოაღნიშნულიდამ გამომდინარე კი, სეზონის ბოლომდე მის პოზიციებს საფრთხე აღარ უნდა ემუქრებოდეს.

0.120616