კალათბურთი

12:35 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას კიდი დაუნიშნეს

“მილუოკი ბაქსის” ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას ახალი დამრიგებელი ეყოლება და იგი თორნიკე შენგელიას ექს-მწვრთნელი ჯეისონ კიდი იქნება.

მილუოკელებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ხელშეკრულებას წყვეტენ ლარი დრიუსთან, რომელიც ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსშიც” ავარჯიშებდა, თუმცა, “ბაქსში” წარმატებას ვერ მიაღწია.

გასულ სეზონში მილუოკელებმა 15 მოგების წილ 67 მარცხი განიცადეს და რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ კიდს უთანხმოება “ბრუკლინ ნეთსის” ხელმძღვანელობასთან მოუვიდა და კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებაც რამდენიმე დღეში მიიღო.

0.121716