კალათბურთი

1:56 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია “ოლ სტარამდე” დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია მოედანს 2014 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩამდე” უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას მილუოკური გამოცემა Journal sentinel-ი ავრცელებს.

როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, ქართველი კალათბურთელი ჯერ კვლავაც ტრავმას იშუშებს, თუმცა, ყველაფერი გეგმისამებრ მიდის და თუკი გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ოლ სტარამდე” საქმეში უნდა ვიხილოთ.

მომავალი “ყველა ვარსკვლავთა” მატჩი 16 თებერვალს ნიუ ორლეანში გახლავთ დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ფაჩულია 4 დეკემბერს “დეტროიტ პისტონზთან” მატჩში დაშავდა და მას მერე არ უთამაშია, ამდენად, ორთვიანი იძულებითი პაუზა ნამდვილად გამოუვა.

ამ დროისთვის, “ბაქსს” 40 მატჩში მხოლოდ 7 გამარჯვება გააჩნია და მთელს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) უარეს გუნდად რჩება. მილუოკელებს მომდევნო შეხვედრა 23 იანვარს შინ სწორედ ხსენებული “დეტროიტის” წინააღმდეგ ელით.

0.11674