კალათბურთი

1:00 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას რეკორდული მაჩვენებლები

ქართველი კალათბურთელი ლევან ფაცაცია “დნიპროაზოტის” რიგებში ჩინებულ შედეგებს აჩვენებს. უკრაინის თასის მორიგ შეხვედრაში (შეჯიბრი ჯგუფური სისტემით მიმდინარეობს) დნიპროძერჟინსკელები ივანო-ფრანკოვსკის “გოვერლას” დაუხვდნენ და 71:75 წააგეს, ფაცაციამ კი 38 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ გუნდში გადასვლის შემდეგ, ლევანმა წუთების და მოხსნების მხრივ რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ფორვარდმა 6-ვე ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (23) მიხედვით კი მხოლოდ იგორ კრავცოვს (26) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ამასობაში, უკრაინული სუპერლიგაში გიორგი ცინცაძის “დონეცკი” ფერო-ზნტუს დაუხვდა და 89:68 იმარჯვა. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 18:38 წუთით გამოჩნდა და 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ ორქულიანი, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა და ბურთი ორჯერ დაკარგა. მასპინძლებს 17-17 ქულით დენის იაკოვლევმა და დმიტრო გლებოვმა ულიდერა. “დონეცკმა” 9 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა და პირველ ადგილზე რჩება.

0.113278