დნეპროძერჟინსკის “დნიპროაზოტმა”, რომელშიც მიმდინარე სეზონის წინ ლევან ფაცაცია ჩაირიცხა, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ქართველი კალათბურთელის დიდი დახმარებით 83:68 იმარჯვა.
“დნიპროაზოტმა” დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” წინააღმდეგობა ბოლო მეოთხედში “გატეხა”, რომელიც მეტოქეს 34:9 (!) მოუგო. ფაცაციას მონაგარი 12 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა გახლდათ და იგი ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული სუპერლიგა სტარტს 10 ოქტომბერს აიღებს და პირველ ტურში ფაცაციას კლუბი გიორგი ცინცაძის “დონეცკს” უმასპინძლებს.