უკრაინის თასის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა” ლვოვის “პოლიტექნიკა-გალიჩინა” 75:72 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.
ფაცაციამ, რომელიც ბოლო პერიოდია დნიპროძერჟინსკელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ამჯერად, 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ის, გააგრძელებს თუ არა “დნიპროაზოტი” სათასო ბატალიებში მონაწილეობას, იმავე “პოლიტექნიკა-გალიჩინას” და “ნიკოლაევის” მატჩზეა დამოკიდებული. ფაცაციას კლუბი მომდევნო რაუნდში ლვოველთა გამარჯვების შემთხვევაში გავა.
რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს, აქ “დნიპროაზოტს” მომდევნო მატჩები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში
ამ დროისთვის, “დნიპროაზოტს” ექვსივე შეხვედრა წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.