კალათბურთი

14:43 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციამ თასზე გაიბრწყინა

დნეპროძერჟინსკის “დნეპროაზოტმა”, რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს, უკრაინის თასზე ქვედალიგელი ოდესის “ნემო” 84:56 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ფაცაცია სტუმართა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ამერიკელ ამადი მაკკენზის (21 ქულა, 18 მოხსნა) ჩამორჩა. ლევანის მონაგარი 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 ჩაჭრა გახლდათ.

სათასო დაპირისპირების განმეორებითი მატჩი დნეპროძერჟინსკში 26 ოქტომბერს შედგება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ფაცაციას კლუბს მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდება.

0.109276