სესკ ფაბრეგასის შეძენის სურვილი ერთდროულად ორმა პრემიერლიგურმა გრანდმა “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს. ამ ამბავს La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი ახმოვანებს და ირწმუნება, კატალონელს ოლდ ტრაფორდელებმა უფრო სარფიანი წინადადებით მიმართეს, ვიდრე სტემფორდ ბრიჯელებმაო.
პოპულარული გამოცემის რეპორტიორმა ამის თაობაზე გულშემატკივრებს საკუთარი ტვიტერის გვერდზე მოთავსებული ცნობით აუწყა, ამასთან ჟურნალისტი აზუსტებს, რომ ჯერჯერობით არც “ჩელსისა” და არც “მანჩესტერს” ფაბრეგასის ამჟამინდელი კლუბისთვის, “ბარსელონასთვის” არ მიუმართავთ.