ფეხბურთი

13:54 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასმა წასვლა ახსენა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ “კამპ ნოუს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ იგრძნობს, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი აღარ იქნება. მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში, ევროპული მედიასაშუალებები ესპანელს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

“უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ “ბარსელონა” ჩემი სახლია. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ტიტულებით მოგებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. პრემიერლიგა? იმ კლუბში დაბრუნება, სადაც აღვიზარდე, იოლი არ ყოფილა. ამგავრად, აქედან ასე მარტივად ვერ წავალ. “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ჩემთან განშორების სურვილი რომ გამოთქვას, საქმე გაცილებით სხვაგვარად იქნება. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის და ამის წინაპირობა არ არსებობს”, - განუცხადა სესკმა Mაarca-ს.

ცნობისათვის, ფაბრეგასმა “ბარსელონას” მაისურით 60 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი მიითვალა.

 

0.119017