თამაშგარე

10:29 | 30.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასის ახალი რომანი კვლავ ბურუსითაა მოცული

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმა, როგორც იქნა აასრულა ჟურნალისტების სურვილი და განაცხადა, რომ ლიბიელი მილიონერის, ელი ტაკტუტის ყოფილ ცოლს, დანელა სემაანის მართლაც იცნობს და არც ისე დიდი დროა, რაც ქალბატონი დანიელა გაიცნო.

მიუხედავად “აღიარებისა”, სესკ ფაბრეგასს ბოლომდე მაინც არ უთქვამს, აკავშირებს თუ არა უფრო “სერიოზული” ურთიერთობა ამ მისტიურ ქალთან. დანიელა სემაანი მთელი 12 წლით დიდია კატალონიელ ფეხბურთელზე, თუმცა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ჟურნალისტები მაინც არ იჯერებენ, რომ სესკი და დანიელა მხოლოდ ნაცნობები არიან და სხვა არაფერი.

ესპანურ “ყვითელ” პრესაში იმასაც წერენ, რომ დანიელა სემაანის გაცნობის შემდეგ, სესკ ფაბრეკასმა თავისი ყოფილი გულისსწორი, კარლა გარსია მიატოვა და სწორედ გულნატკენმა კარლამ მოსდო მთელს ესპანეთს ჭორი, სესკის ახალი რომანის შესახებ.
 

0.179661