კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც თავისი მომავალზე გავრცელებულ ჭორებს ბოლოს მოუღებს. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, ევროპულ პრესაში ფაბრეგასის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო გადასვლის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ესპანელმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შექმნილი ვითარებისთვის ნათელი მოეფინა.
აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერმა” “ბარსელონას” ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით უკვე 2-ჯერ მიმართა.