კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებასა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას არ გამორიცხავს. The Guardian-ის ცნობით, თუკი ნახევარმცველი “წითელი ეშმაკებისგან” კონრეტულ წინადადებას მიიღებს, აუცილებლად განიხილავს.
ეს ის შემთხვევაში, თუკი კლუბები ტრანსფერზე თანახმანი იქნებიან. ძნელად სავარაუდოა, კატალონიელებმა ფაბრეგასი დათმონ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
რამდენადაც ცნობილია, “მანჩესტერი” ფაბრეგასში 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელადაა მზად.