შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს. Daily Star-ის ცნობით, “მეთოფეთა” ყოფილი კაპიტანი ლონდონში საცხოვრებელ ბინას ეძებს და ამისათვის 5.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვს გამოყოფილი.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ფაბრეგასის ინგლისში დაბრუნებით, მისი მეგობარი გოგონაცაა დაინტერესებული. მას სურს, რომ შვილები ლონდონში აღიზარდონ.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი “არსენალიდან “ბარსელონაში” 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. კატალონიელებს თავიანთი აღზრდილი ნახევარმცველის დაბრუნება 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. სესკს “ბარსასთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.