25 წლის ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი იტალიის კურორტ პორტო სერვოში თავის შეყვარებულ დანიელა სემანთან ერთად დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ წყვილს ესპანეთის ეროვნული ფერის – წითელი საცურაო კოსტიუმები ემოსათ.
შეყვარებულებს დიდად არ აღელვებდათ გარშემომყოფების არსებობა და ყველას დასანახად ეხვეოდნენ და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. როცა დანიელასა და სესკს წყალში ყოფნა მოსწყინდათ, ერთად გადაწყვიტეს გარუჯვა.