სეზონის დასრულების შემდეგ, მილანის “ინტერი” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის – სესკ ფაბრეგასის გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ნერაძური” ტრანსფერში მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს ჩართავს, რომლის ხილვაც კატალონიელებს ვიქტორ ვალდესის შემცვლელად სურთ. თუკი “ბარსელონა” ამგვარ წინადადებას არ დათანხმდება, “ინტერი” ფაბრეგასის იჯარით აყვანას და წელიწადის შემდეგ მის გამოსყიდვას ეცდება.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ფაბრეგასმა 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისათვის, ფაბრეგასის ხილვა “მილანსაც” სურს.