კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი უახლოეს წლებში კლუბის შეცვლას არ გეგმავს. 26 წლის ესპანელმა ჭორები გააქარწყლა და განაცხადა, რომ “კამპ ნოუზე” თავს ბედნიერად გრძნობს.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსაში” ბედნიერი ვარ. ის, ვინც ჩემს წასვლაზე საუბრობს, არ მიცნობს და ამ თემაზე ჩემთან არასდროს უსაუბრია. ჩემმა აგენტმა იცის, რომ წასვლას არ ვაპირებ. ისიც იცის, რომ არ მიყვარს, როდესაც უცხო ხალხს ჩემი გეგმების შესახებ ესაუბრება. ეს პირადული საკითხებია. მათ გასაგონად ვამბობ, ვინც ჩემს წასვლაზე საუბრობს: ეს აბსურდია!”, - განუცხადა ფაბრეგასმა Sky Sports-ს.
ცნობისათვის, ფაბრეგასი “ბარსელონაში” 2011 წელს დაბრუნდა და ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 60 მატჩში 20 გოლი მიითვალა.