ფეხბურთი

14:54 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიანსკისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ნიუკასლია”

 

ლონდონის “არსენალის” მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი კლუბის შეცვლას გეგმავს. The Telegraph-ის ცნობით, 28 წლის პოლონელს ყველაზე მომგებიანი კონტრაქტი “ნიუკასლმა” შესთავაზა.

ფაბიანსკიმ “არსენალის” ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და ახალი კლუბის ძიება უკვე დაიწყო. “ნიუკასლის” გარდა, მეკარეს “სუონსი” და “კარდიფიც” ეპატიჟებიან. პოლონელს წინადადებები ინგლისს ფარგლებს გარედანაც აქვს – მისი გადაბირებით “სევილია”, “ვილიარეალი”, “ბაზელი” და “შალკეც” არიან დაინტერესებულნი.

აღსანიშნავია, რომ “არსენალი” ფაბიანსკის 3-წლიან კონტრაქტსა და კვირაში 50 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, მაგრამ მეკარემ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. ივნისში, პოლონელი თავისუფალი აგენტი გახდება.

0.113108