ფეხბურთი

18:14 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიანსკიმ “არსენალის” დატოვება გადაწყვიტა

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” მე-2 მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი გუნდის დატოვებას აპირებს.

29 წლის პოლონელმა მეკარემ, პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში, მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, რაც, ბუნებრივია, მას უკმაყოფილების საბაბს აძლევს.

ფაბიანკისა და “არსენალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ლონდონური კლუბის წარმომადგენლები ხელშეკრულების გაგრძელებას ცდილობენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაბიანკის გუნდის გამოცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაბიანსკის შეძენის სურვილს “შალკე”, “დორტმუნდი” და პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი გამოთქვამს.

0.116844