ფეხბურთი

14:52 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიანსკი კარიერას “სუონსიში” გააგრძელებს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი კარიერას “სუონსიში” გააგრძელებს.

პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ “სუონსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის პოლონელმა მეკარემ ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფაბიანსკიმ “არსენალში” გატარებული 7 წელიწადში 78 მატჩი ითამაშა. მან ლონდონელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და “სუონსიში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხალ ვორმმა შესაძლოა, “სუონსი” დატოვოს და არაა გამორიცხული პოლონელი გუნდის პირველი მეკარე გახდეს.

“სიმართლე რომ ითქვას, “სუონსიში” გადასვლის მთავარი მიზეზი პირველ ნომრად ყოფნის სურვილია. თამაში ყოველ კვირას მსურს და კონკურენციის არ მეშინია” – თქვა ფაბიანსკიმ.

0.117903