ჭიდაობა

13:45 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროხალიჩაზე ახალი ეკიპირებით

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრები ჩერნოგორიაში გაემგზავრნენ. უახლოეს დღეებში მათ თავისუფალი სტილის მიმდევრები და გოგონებიც შეუერთდებიან და 18-23 ივნისს, ქალაქ ბარის ხალიჩაზე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან.

მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეკრება ქართველმა ჭაბუკებმა ბორჯომში, სპორტულ კომპლექს “ოლიმპში” გაიარეს. ორიოდ დღის წინათ, ნაკრებების წევრებს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მორიგი მონახულებისას ახალი ეკიპირება გადასცა და საერთაშორისო ფედერაციის მიერ შეცვლილ წესებზე ესაუბრა.

ექვსდღიანი ევროპირველობის პირველი ორი დღე ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. 20-21 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორებს გოგონები გამოავლენენ. დასკვნით ორ დღეში კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონატი ქართველმა ჭაბუკებმა 6 მედლით მოარეს. ვაჟა კრავეიშვილის გაწვრთნილმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი რამაზ ზოიძე ჩერნოგორიულ ხალიჩაზეც გავა, ოღონდ ამჯერად კრავეიშვილი გუნდის კონსულტანტია. მთავარ მწვრთნელად კი რამდენიმე კვირის წინ დავით ბედინაძე დაინიშნა.

შარშანდელი ევროპირველობის შემდეგ ცვლილებები თავისუფალთა სამწვრთნელო შტაბშიც განხორციელდა – თამაზ ბენდიანიშვილი ემზარიოს ბენტინიდისმა ჩაანაცვლა. აქვე შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ბენდიანიშვილის გუნდმა ევროხალიჩიდან სამი ბრინჯაო გამოიტანა.

 

18-23 ივნისი

ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში

საქართველოს ნაკრები

 

თავისუფალი ჭიდაობა

42 კგ – ალექსანდრე კილაძე

46 კგ – შმაგი თოდუა

50 კგ – გიორგი პასიკაშვილი

54 კგ – რამაზან მალაკოევი

58 კგ – რამაზ ზოიძე

63 კგ – ედვარდ ნიკოლიშვილი

69 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი

76 კგ – გიორგი გიორგობიანი

85 კგ – კონსტანტინე გაბაშვილი

100 კგ – გივი მაჭარაშვილი

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

42 კგ – თორნიკე ჭელიძე

46 კგ – თემურ შავაძე

50 კგ – დათო ჩხარტიშვილი

54 კგ – გიორგი კურტანიძე

58 კგ – ლევან ქავჟარაძე

63 კგ – მინდია ბოლქვაძე

69 კგ – გიორგი მელია

76 კგ – ირაკლი თარხნიშვილი

85 კგ – გიგა ქოქოლაძე

100 კგ – ზვიად პატარიძე

 

ქალთა ნაკრები

38 კგ – გვანცა კარელიძე

49 კგ – ანი ნაზარაშვილი

 

ჭიდაობის ფედერაციის ფოტოები


0.562429