ევროლიგის შემდეგ რანგით მე-2 ევროპულ საკალათბურთო ტურნირ ევროთასზე მე-2 ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და მერვედფინალური წყვილებიც დაკომპლექტდა.
ნანტერი (საფრანგეთი) – ბუდიველნიკი (უკრაინა)
ხიმკი (რუსეთი) – ვალენსია (ესპანეთი)
ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) – ბეშიქთაში (თურქეთი)
ჰაპოელი (ისრაელი) – ულმი (გერმანია)
ალბა (გერმანია) – სასარი (იტალია)
უნიკსი (რუსეთი) – ნიმბურკი (ჩეხეთი)
ლიეტუვოს რიტასი (ლიტვა) – ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გასვლისთვის გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსაც” იბრძოდა, თუმცა, დასკვნით ტურში სტამბულის “ბეშიქთაშთან” 77:79 დამარცხდა და მიზანს ვერ მიაღწია. გასულ მატჩში სანიკიძემ 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო შერმადინმა 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
მერვედფინალური მატჩები 4-5 და 11-12 მარტს ჩატარდება.