ძიუდო

18:05 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროშემადგენლობა სამსუნში გამოჩნდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაში შესაყვანად 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში არჩევანს დიდი ალბათობით, ზებედა რეხვიაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს შორის გააკეთებს. სწორედ ეს ძიუდოისტები ჩაეწერნენ 28-30 აპრილს სამსუნში გასამართი გრან პრის განაცხადში. ამავე წონაში, თბილისის გრან პრის ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილს კი ევროპირველობაზე გამოსვლა სავარაუდოდ უკვე გარანტირებული აქვს, ისევე, როგორც ამირან პაპინაშვილს (60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანს, ზვიად გოგოჭურსა (ორივე 90 კგ) და ადამ ოქრუაშვილს. თუმცა ამაზე ჯერ ოფიციალურად არავინ საუბრობს. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ნაკრების მთავარი მწვრთნელი სამსუნის შედეგების გათვალისწინებით გააკეთებს.

თურქული გრან პრი ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საერთაშორისო ტურნირია და შესაბამისად ნაკრების რამდენიმე კანდიდატისთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის გადამწყვეტი შანსი. შეგახსენებთ, ევროპირველობა 24-27 აპრილს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართება და საქართველოს კაცთა ნაკრებს მაქსიმუმ 9 სპორტსმენით გამოსვლის უფლება აქვს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უზნაძის გუნდი სამსუნის გრან პრიზე 12-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ქალთა ნაკრების სახელით კი საქმეში ორი ძიუდოისტი ჩაერთვება.

აქვე შემადგენლობაც:

 

საქართველოს ნაკრები

 

კაცები

60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა გიუნაშვილი

66 კგ – თორნიკე თათარაშვილი და მინდია ლილუაშვილი

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი

81 კგ – უშანგი მარგიანი

90 კგ – ბექა ღვინიაშვილი

100 კგ – გურამ თუშიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე

+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

 

ქალები

 

63 კგ – შორენა შარაძე

+78 კგ – ირინე ლეონიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112969