ჭიდაობა

21:10 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული სამბო იტალიაში დაინომრება

საქართველოს სამბისტთა ნაკრები იტალიაში გაემგზავრა. ხვალიდან 21 მაისის ჩათვლით, ქალაქი კრემა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდი ხალიჩაზე სრული შემადგენლობით გავა. ქალთა ევროპირველობაში კი, საქართველოს სახელით მხოლოდ ორი სამბისტი ჩაერთვება.

კაცთა ნაკრებმა წინასაჩემპიონატო მოსამზადებელ პერიოდში სამი შეკრება გაიარა – ბაკურიანში, დუშეთსა და გორში; ამასთანავე, გამოვიდა საქართველოს ჩემპიონატში და რუსეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

მუზაშვილმა ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში ევროგანაცხადში ახალგაზრდა სამბისტები შეიყვანა – 52 კილოგრამში გივი ნადარეიშვილი იჭიდავებს, 57-ში კი ვახტანგ ჩიდრაშვილი. შემდეგი ოთხი წონა მწვრთნელმა გაცილებით გამოცდილი სპორტსმენებით: უშანგი კუზანაშვილით(62 კგ), ლევან ნახუცრიშვილით(68 კგ), კახა მამულაშვილითა(74 კგ) და ნიკო კუციათი(82 კგ) დააკომპლექტა. 90 კილოგრამში, საქმეში პაატა ღვინიაშვილი ჩაერთვება, 100-ში - ლაშა გურული, ხოლო მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველი. ქალთა ნაკრების ევროგანაცხადში კი შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) ჩაეწერნენ.

“მოსამზადებელი ციკლი სამ ეტაპად დავყავით და საკმაოდ ნაყოფიერი შეკრებებიც გავიარეთ. სატურნირო გამოცდილების არქონასაც არ ვუჩივით. დანარჩენი კი ჩემპიონატზე გამოჩნდება. იმედია, გულშემატკივრებს გავახარებთ”, – განაცხადა იტალიაში გამგზავრებამდე ჯონდო მუზაშვილმა, რომლისთვისაც მომავალი ევროპირველობა სადებიუტოა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

 

საქართველოს ნაკრები

 

კაცები

52 კგ – გივი ნადარეიშვილი

57 კგ – ვახტანგ ჩიდრაშვილი

62 კგ – უშანგი კუზანაშვილი

68 კგ – ლევან ნახუცრიშვილი

74 კგ – კახა მამულაშვილი

82 კგ - ნიკო კუცია

90 კგ – პაატა ღვინიაშვილი

100 კგ – ლაშა გურული

+100 კგ – ნოდარ მეტრეველი

 

ქალები

64 კგ - შორენა შარაძე

80 კგ - ირინე ლეონიძე

0.118873