ფეხბურთი

16:37 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულ ზონაში პლეი ოფის წყვილები ცნობილია

 

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში ევროპულ ზონაში დაწყვილებული გუნდების ვინაობა ორშაბათს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.

პლეი ოფის მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება და ერთმანეთს შემდეგი გუნდები შეხვდებიან:

პორტუგალია – შვედეთი

უკრაინა – საფრანგეთი

საბერძნეთი – რუმინეთი

ისლანდია – ხორვატია

კენჭისყრამდე განთესილები იყვნენ: პორტუგალია (მე-14 ადგილი ფიფას რეიტინგში), საბერძნეთი (მე-15 ადგილი), ხორვატია (მე-18 ადგილი), უკრაინა (მე-20 ადგილი).

განუთესავებსი მოხვდნენ: საფრანგეთი (21-ე ადგილი), შვედეთი (25-ე ადგილი), რუმინეთი (29-ე ადგილი), ისლანდია (46-ე ადგილი).

კენჭისყრა ფიფაში შესარჩევ ტურნირზე პასუხისმგებელმა გორდონ სავიჩმა ჩაატარა, რომელსაც შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ალექსანდერ ფრაი ეხმარებოდა.

0.117842