ჭიდაობა

17:14 | 14.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულ ოქროს 4 ქართველი შეუტევს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს დაწყებულ ევროპირველობაზე ოლეგ იაძის გუნდის ოთხმა წევრმა ფინალის საგზური მოიპოვა. უშანგი კუზანაშვილს (52 კგ), ნესტორ ხერგიანს (62 კგ), კახა მამულაშვილსა (74 კგ) და დავით კარბელაშვილს (90 კგ) ოქროს მედალს თითო გამარჯვება აშორებთ.
ფინალები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.117069