ბუდაპეშტში 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, რომელმაც საქართველოს ნაკრებისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანა. ცხადია, უძლიერეს თორმეტეულში სუსტი გუნდი არცერთია, თუმცა, ქართველ წყალბურთელებს რომ გაცილებით ძლიერი მეტოქეები შეიძლება შეხვედროდათ, ფაქტია.
ე.წ “სიკვდილის ჯგუფად” თავიდანვე B პული მოინათლა, რომელშიც სერბეთი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი და ესპანეთი იასპარეზებენ, საქართველოს ეროვნული გუნდი კი A ჯგუფში ჩერნოგორიას, იტალიას, საბერძნეთს, რუმინეთს და რუსეთს დაუპირისპირდება.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალების საგზურებს ავტომატურად მიიღებენ, მეორე-მესამე ადგილოსნები კი ჯვარედინი პრინციპით ერთმანეთს გაეჯიბრებიან და კიდევ 2 ნახევარფინალისტის ვინაობას გამოავლენენ.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ ტურნირს უნგრეთის დედაქალაქი 14-27 ივლისს უმასპინძლებს.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი)
A ჯგუფი: ჩერნოგორია, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო.
B ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი, ესპანეთი.
A ჯგუფის კალენდარი
14 ივლისი
რუმინეთი – საქართველო
ჩერნოგორია – საბერძნეთი
იტალია – რუსეთი
15 ივლისი
საქართველო – საბერძნეთი
რუსეთი – ჩერნოგორია
რუმინეთი – იტალია
17 ივლისი
საბერძნეთი – რუსეთი
იტალია – საქართველო
ჩერნოგორია – რუმინეთი
19 ივლისი
საქართველო – რუსეთი
რუმინეთი – საბერძნეთი
იტალია – ჩერნოგორია
21 ივლისი
რუსეთი – რუმინეთი
საბერძნეთი – იტალია
ჩერნოგორია – საქართველო