23 ივლისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მდებარე სასტუმრო “მეტროპოლ პალასში” სტარტს აიღებს ევროპის ქალთა რიგით XIV ჩემპიონატი, რომელშიც ერთბაშად 15 ქართველი მოჭადრაკე ჩაებმება.
ესენი ნანა ძაგნიძე (2558), ბელა ხოტენაშვილი (2512), ლელა ჯავახიშვილი (2465), ნინო ხურციძე (2443), სალომე მელია (2428), სოფიკო გურამიშვილი (2421), ნინო ბაციაშვილი (2405), მაია ლომინეიშვილი (2351), მაკა ფურცელაძე (2349), სოფიო გვეტაძე (2341), მერი არაბიძე (2320), მირანდა მიქაძე (2314), ანა გავაშელი (2170), სოფიო ნიკოლაძე (2163) და მადონა ბოკუჩავა (2109) არიან.
ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკე ქალებიც მიიღებენ: ანა მუზიჩუკი (
ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო დღეებია: 23, 24, 25, 26, 27, 28, 29 ივლისი და 1, 2, 3 აგვისტო; 30 ივლისს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო თამაშები თბილისის დროით 17.30 წუთზე დაიწყება.
ევროპის რიგით XIV ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ო, რა მშრალი და არაფრისმთქმელი ინფორმაცია დადო ფედერაციამ...მამაცხონებულებო ეგ ყველაფერი ათას ადგილას წერია და ჩვენც მოვძებნით....რამე მიმოიხილეთ..ვინ წააგო,ვის ეთამაშა,როგორ წააგო და როგორ მოიგო...ვინ გაყვა ვის, მწვრთნელად...( თუმცა სულ უმწვრთნელოდ არ დადიან...)ფედერაციაა თუ სტატისტიკის ბიურო.....ეეხ....თქვენ არაფერი გეშველებათ....
წარმატებები.
წარმატებები !!!
ამდენი ქართველობა წამოსულა, მცოდნოდა მაინც, ერთ ბოთლ ტყემალს გამოვატანინებდი!
) მივალ სასტუმროში, დავხედავ, შევაგულიანებ!
stripslashes((strlen('http://chess-results.com/tnr106922.aspx?art=2&rd=3&lan=1&wi=821aq')>0?'http://chess-results.com/tnr106922.aspx?art=2&rd=3&lan=1&wi=821aq':'http://chess-results.com/tnr106922.aspx?art=2&rd=3&lan=1&wi=821aq')) აქ ყველა ინფორმაცია დევს,რასაც უნდა აქვეყნებდეთ...ბავშვებმა გუშინ ერთი მოიგეს ჩინეთში,მეორე ამ დილას და ეხლა კიდევ აქვთ თამაში..შედით ხოლმე ამ გვერდზე და მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია,მარტო ფედერაციის წერილების გადმოწერით რომ ხართ დაკავებული...აკადემიის მრავალჯერ გახსნის დაანონსებას,ჯობია მოჭადრაკეებს მიაქციოთ ყურადღება.....ბოდიშის მოხდით....გოგოებო..თქვენი დიდი იმედები გვაქვს..უფალი შეგეწიოთ..წარმატებებიი..
წარმატებები გოგონებს!!!