ფეხბურთი

18:40 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას 19 ქვეყანა გააგრძელებს

ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს ლონდონი ან მიუნხენი უმასპინძლებს

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (UEFA) 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების სია 32-დან 19-მდე შეამცირა. ეს ქვეყნები არიან:

აზერბაიჯანი (ბაქო), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), დანია (კოპენჰაგენი), ინგლისი (ლონდონი), მაკედონია (სკოპიე), გერმანია (მიუნხენი), უნგრეთი (ბუდაპეშტი), ისრაელი (იერუსალიმი), იტალია (რომი), ჰოლანდია (ამსტერდამი), ირლანდია (დუბლინი), რუმინეთი (ბუქარესტი), რუსეთი (სანკტ-პეტერბურგი), შოტლანდია (გლაზგო), ესპანეთი (ბილბაო), შვედეთი (სტოკჰოლმი), უელსი (კარდიფი).

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მთელი ევროპის მასშტაბით 13  ქალაქში გაიმართება. მატჩები 13 პაკეტად დაიყოფა. 12 მათგანში ჯგუფური ეტაპის სამი და პლეი-ოფის თითო თამაში შევა, ხოლო მე-13 პაკეტში ორივე ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა მოხვდება. უეფას გადაწყვეტილებით, ბოლო ეტაპის მატჩები მიუნხენში ან ლონდონში გაიმართება.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 19 სექტემბერს, ჟენევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ცნობილი გახდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის 13 მასპინძელი ქვეყანა, მათ შორის თუ სად გაიმართება ნახევარფინალური და ფინალური მატჩები.

გიორგი ბალახაძე

1.202679