თამაშგარე

14:21 | 15.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ევროპელი ქომაგები გამადიდებელი შუშის ქვეშ

 

ცნობილმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა “ეკიპმა“, ცოტა ხნის წინ, ერთგვარი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელიც ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრების რაობის დადგენას ემსახურებოდა. კვლევის შედეგად, გამოირკვა (რაც ისედაც ვიცოდით), რომ ევროპაში დღეს ყველაზე მეტი ქომაგი ესპანეთის ნაკრებსა და კატალონიის “ბარსელონას“ ჰყავს. ამას გარდა, ყველაზე მეტი ახალგაზდრა ქომაგიც სწორედ კატალონიურ კლუბს გულშემატკივრობს მაშინ, როდესაც გერმანული “ბაიერნის“, იტალიური “იუვენტუსის“ და ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგთა საშუალო ასაკი ყველაზე დიდია.

სტატისტიკოსებმა ასევე შეისწავლეს ერთი მეტად საინტერესო საგულშემატკივრო ფენომენი, რომელიც ე.წ. “მრავალგუნდიანებს“ გულისხმობს. ანუ, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ერთმაბაშად ორ ან მეტ გუნდს ქომაგობენ. აღმოჩნდა, რომ ეს ფენომენი ყველაზე ხშირი ინგლისელ გულშემატკივრებს ახასიათებთ და განსაკუთრებით ხშირია, როდესაც ქომაგი ერთად “მანჩესტერ იუნიტედსა“ და “ლივერპულს“, ანდა, ასევე, “მანჩესტერსა“ და ლონდონის “არსენალს“ ქომაგობს. ეს ფენომენი ასევე დამახასიათებელია იტალიელი და ფრანგი გულშემატკივრების ერთი, არცთუ მცირე ნაწილისათვის. ესპანეთში კი, “მრავალგუნდიანობით“ ბასკი ქომაგები გამოირჩევიან, რომლებიც, რა გასაკვირია, სწორედ ბასკეთის კლუბებს ქომაგობენ.
“ეკიპის“ მიერ დაქირავებული სტატისტიკოსების კვლევები სისტემატურ ხასიათს არ ატარებს, თუმცა, ითვლება, რომ მსგავსი კვლევები მრავალ საინტერესო ფაქტს გვაძლევს და სხვადასხვა ტიპის დასკვნების გაკეთებაშიც გვეხმარება. ევროპაში ფიქრობენ, რომ სტატისტიკური მონაცემების კვლევა ზოგადად ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს, რაც სწორედაც რომ ყურადსაღები მოსაზრებაა.

0.172251