ევროლიგის საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ იმ 16 გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. მათ შორის მოხვდა სტამბულის “გალათასარაი”, რომლის რიგებშიც ქართველი მცველი მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება. სხვა საქმეა, რომ ამჟამად “მანუ” ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში მის მოედანზე გამოჩენას არ უნდა ველოდეთ. მე-2 ეტაპზე ითამაშებს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის რიკი ჰიკმანის “მაკაბიც”.
E ჯგუფი: “ფენერბაჰჩე” (თურქეთი), “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), “მილანი” (იტალია), “ბარსელონა” (ესპანეთი), “უნიკახა” (ესპანეთი), “ანადოლუ ეფესი” (თურქეთი), “პანათინაიკოსი” (საბერძნეთი), “ლაბორალ კუტხა” (ესპანეთი).
F ჯგუფი: “რეალი” (ესპანეთი), “მაკაბი” (ისრაელი), ცსკა (რუსეთი), “გალათასარაი” (თურქეთი), “ჟალგირისი” (ლიტვა), “პარტიზანი” (სერბეთი), “ბაიერნი” (გერმანია), “ლოკომოტივ-ყუბანი” (რუსეთი).
მე-2 ჯგუფური ეტაპის მატჩები 2 იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება, მეოთხედფინალში კი ჯგუფების საუკეთესო ოთხეულები გავლენ.