პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი სტრატოს პერპეროღლუ ევროლიგაში დეკემბრის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
მიმდინარე თვეში ბერძნულმა გრანდმა სამივე მატჩი მოიგო და პირველი ჯგუფური ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა.
თავად პერპეროღლუსთვის კი გასული შეხვედრები ევროლიგაში ყველაზე შედეგიანი გახლდათ. სტრატოსმა ჯამში 15-დან 12 ორქულიანი, 17-დან 12 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და საშუალოდ 22 ქულას აგროვებდა.