საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჭიდავები შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ სატურნირო განაცხადი გუშინ შეავსო.
ქართველი ბერძენ-რომაელები წინასაჩემპიონატო მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას გაფართოებული შემადგენლობით ბორჯომში გადიან. თბილისში ისინი 21 მარტს დაბრუნდებიან. სპორტის სასახლის ხალიჩაზე კი 23-24 მარტს გავლენ.
“მსოფლიოს სპორტი” თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების სამზადისის შესახებ ბორჯომულ რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები
55 კგ – ლაშა გოგიტაძე
60 კგ – რევაზ ლაშხი
66 კგ – მანუჩარ ცხადაია
74 კგ – ზურაბ დათუნაშვილი
84 კგ – ვლადიმერ გეგეშიძე
96 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
120 კგ – გურამ ფერსელიძე