კალათბურთი

22:06 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის ფორმატში ცვლილებაა

ფიბა-ევროპას საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც ესპანეთის დედაქალაქმა მადრიდმა უმასპინძლა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება იქნა მიღებული. უმთავრესი ის გახლავთ, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი სახეცვლილი ფორმატით წარიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი სქემის მიხედვით, გუნდებს 2 ჯგუფური ეტაპის თამაში უწევდათ, სამომავლოდ კი მხოლოდ 1 რაუნდი იქნება, საიდანაც ნაკრებები პირდაპირ პლეი ოფში გააღწევენ.

ერთი საინტერესო დეტალიც. როგორც ცნობილია, 2017 წლიდან მოყოლებული, კონტინენტური პირველობა ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ანუ მის მომდევნო ევრობასკეტს 2021 წელსღა ვნახავთ.

ცხადია, ჯერჯერობით უცნობია, 2017 წლის ევრობასკეტი სად შედგება, თუმცა, უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ტურნირის ერთობლივად მიღება სურთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს – ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს. ასევე პრეტენზია გააჩნიათ სერბეთს, მაკედონიას და ბულგარეთს, დიდი ბრიტანეთი და ისრაელი კი განაცხადის შეტანას მარტონი აპირებენ.

0.109322