ქალაქ ჩანშაში ფეხბურთის 26 წლის ჩინელი გულშემატკივარი გარდაიცვალა, რომელმაც ევრო2012-ისთვის ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა.
ცზიან სიაოშანი, არც სვამდა და არც ეწეოდა, ტურნირის გამო კი, პრინციპებს უღალატა. ევროპის ჩემპიონატის ყურებისთვის, ის თითქმის აღარ იძინებდა, რადგან თამაშები ჩინეთის დროით ძალიან ადრე მიმდინარეობდა. ხოლო მატჩების ხილვას, ალკოჰოლის სმა და მოწევა ახლდა.
2006 და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მსვლელობისასაც გავრცელდა ხმები, ფეხბურთის გულისთვის ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანებზე აზიის ქვეყნებიდან.