ფეხბურთი

18:40 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევრა სასჯელს გადაურჩა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი პატრის ევრა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელს გადაურჩა და ის ნოემბერში, უკრაინასთან გასამართ ფლეი ოფის მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

ცოტა ხნის წინათ, ევრამ ფრანგი ჟურნალისტების მიერ მისი კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნია და სატელევიზიო ექსპერტებს მარიონეტები და პარტიზანები უწოდა. ჟურნალისტებთან ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის ფედერაციაში არ მოეწონათ.

ცნობილი გახდა, რომ ევრამ თავისი შეცდომა აღიარა და განაცხადა, რომ მას ფრანგული ფეხბურთისთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა. თუმცა, “მანჩესტერ იუნაიტედის” უკანახაზელი კვლავ ფიქრობს, რომ მისი კრიტიკა უსამართლოა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთელის ნაკრებიდან მოკვეთაზე უარი განაცხადა.

0.118522