ფეხბურთი

10:43 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” ბარკლი თვენახევრით დაკარგა

 

“ევერტონის” ნახევარმცველმა, როს ბარკლიმ ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ  ფეხბურთელი ექვსიდან რვა კვირამდე ვერ ითამაშებს. ასე რომ, ბარკლი, რომელმაც ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, პრემიერლიგის სტარტს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ ტურში, “ევრტონი” “ლესტერს” დაუპირისპირდება.

0.111548