ფეხბურთი

18:45 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” ბარკლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

 

ლივერპულის “ევრტონის” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნახევარმცველ როს ბარკლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით წლეულს გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს და მეორე ადგილზე მყოფ “ლივერპულს” სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება. ბარკლის 20 წელი 5 დეკემბერს შეუსრულდა, მაგრამ გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად იქცა და მწვრთნელმაც მისი დიდი ხნით შენარჩუნების სურვილი გამოთქვა.

“ალბათ ყველა ხედავს, რომ ჩვენ მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდებს და ვცდილობთ, ვინც კარგად ასრულებს სამუშაოს მათ დამატებითი სტიმული მივცეთ. რაღა თქმა უნდა, როსი ერთ-ერთი მათგანია. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ბარკლი სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც მეტი დაფასება ჭირდება” - განაცხადა მარტინესმა შკy Sports-თან საუბარში და ყველას მიანიშნა, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად ბარკლის ანაზღაურება გაიზრდება.

 

0.116862