33 წლის კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო, რომელმაც “ჩელსი” გასული სეზონის დასრულებისთანავე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შესაძლოა ლონდონშივე დარჩეს და “ტოტენჰემის” მაისურა მოირგოს.
Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი კამერუნელ ფორვარდს ტოგოელი ემანუელ ადებაიორის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც შეიძლება კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, ეტო’ოთი “რომასა” და “გალათასარაის” დაინტერესების შესახებ, მაგრამ საქმე კონტრაქტამდე ფეხბურთელის მიერ მაღალი ხელფასის მოთხოვნის გამო არ მივიდა.
2013/14 წლების საკლუბო სეზონში სამუელ ეტო’ომ 21 თამაში ჩაატარა და თავი 9 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.