ბედის ირონიით, მახაჩყალის “ანჟიში” მოთამაშე სამუელ ეტოომ, მახაჩყალური მოწყენილობა და პროვინციულობა იუკადრისა და ცოლ-შვილთან ერთად ძირითად დროს მოსკოვში ატარებს. რუსეთის დედაქალაქში, სამუელს დაღესტნურმა კლუბმა ფეშენებელური აგარაკი უყიდა.
სამუელი და მისი ცოლი ჟორჟეტა ეტოო, მთელ დღეებს მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე განცხრომით ცხოვრებაში ატარებდნენ და ალბათ, კარგა ხანი ასე გაგრძელდებოდა, მათი მყუდროება ერთ მეტად უსიამოვნო შემთხვევას რომ არ დაერღვია.
მავანმა რუსმა პაპარაცმა, სამუელისა და მისი ცოლის შიშველ მდგომარეობაში ფოტოებზე დაფიქსირება მოახერხა და ეს ფოტოები, უმალ, ინტერნეტში გავრცელდა. ეტოო იმუქრება, რომ ამის გამკეთებელს აუცილებლად დასჯის, მაგრამ ძუძუებამოყრილი მისი ცოლის იმიჯს, ამით ბევრი არაფერი ეშველება...